Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერის შემდეგ, პალმიერი ნაპოლისაც მოუნდა

ინტერი ემერსონ პალმიერის ტრანსფერზე უკვე დიდი ხანია მუშაობს, თუმცა ბოლო დროს ტრანსფერზე წინსვლა არ ჩანს.

Sky Sport Italia-ს მტკიცებით, პალმიერი შესაძლოა იტალიაში მართლაც ვიხილოთ, თუმცა არა ინტერის, არამედ ნაპოლის რიგებში.

პარტენოპეის დიდი ალბათობით გულამი დატოვებს და გატუზოს მის შემცვლელად ჩელსის იტალო-ბრაზილიელი ფეხბურთელი სურს.

ჩელსის 26 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით 25 მილიონი ევრო სურს, ნაპოლი კი ფეხბურთელის იჯარას სთავაზობს, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.

Leave a Reply

Your email address will not be published.