Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერის შემდეგ, PIF-ი სერია ა-ს კიდევ ერთი გუნდით ინტერესდება

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ალფრედო პედულას ინფორმაციით, ინტერთან და მილანთან ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ, საუდის არაბეთის საინვესტიციო კომპანია PIF-ი სერია ა-ს კიდევ ერთი გუნდის ფიორენტინას ყიდვით ინტერესდება.

წყაროს ცნობით, PIF-ის წარმომადგენლებსა და ფიორენტინას პრეზიდენტს როკო კომისოს შორის შეხვედრა უახლოეს თვეებში გაიმართება, თუმცა ჯერჯერობით საბოლოო შედეგებზე საუბარი ძალიან ადრეა.

შეგახსენებთ, რომ Public Investment Fund-ის საერთო ღირებულება 430 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.