Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერის Hall of Fame-ს ახალი წევრი ჰყავს

ინტერმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდის Hall of Fame-ს ნერაძურის კიდევ ერთი ლეგენდარული ფეხბურთელი ჯანლუკა პალუკა შეუერთდა.

პალუკა ვალტერ ძენგას, ფრანჩესკო ტოლდოს და ჟულიო სეზარის შემდეგ მე-4 კიპერია, რომელმაც ნერაძურის დიდების დარბაზში შესვლა მოახერხა.

პალუკას შემდეგ, ინტერი მარტის ჩათვლით დიდების დარბაზში კიდევ 3 ფეხბურთელს: მცველს, ნახევარმცველს და თავდამსხმელს შეიყვანს.

ინტერის Hall of Fame-ს წევრების სია ასე გამოიყურება:

2018 წლის გამოცემა: ვალტერ ძენგა; ხავიერ ძანეტი; ლოთარ მათეუსი; რონალდო.
2019 წლის გამოცემა: ფრანჩესკო ტოლდო; ჯაკინტო ფაკეტი; დეიან სტანკოვიჩი; ჯუზეპე მეაცა
2020 წლის გამოცემა: ჟულიო სეზარი; ჯუზეპე ბერგომი; ესტებან კამბიასო; დიეგო მილიტო
2021 წლის გამოცემა: ჯანლუკა პალუკა…