Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერი,ფიორენტინა და ნაპოლი ბელოტისთვის იბრძოლებენ

Gazzetta dello Sport-ის მტკიცებით,ინტერს და ნაპოლის მესამე იტალიური გუნდი – ფიორენტინა შეუერთდა და გუნდები ტორინოს შემტევის,ანდრეა ბელოტის გაფორმებას უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეეცდებიან.


ბელოტის ტურინული გუნდიდან წასვლის შესახებ უკვე დიდი ხანია იწერება.მას ტორინოსთან კონტრაქტი კიდევ 2 წლით აკავშირებს,თუმცა ფეხბურთელს უფრო დიდ გუნდში უნდა თავისი ძალების ცდა და ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის სურვილი აქვს.

ბელოტი ტორინოს ღირსებას 2015 წლიდან იცავს და ოს ყოველ სეზონში ამტკიცებს თავის უმაღლეს კლასს.მიმდინარე გათამაშებაში მან ყველა ტურნირზე 31 შეხვედრა ჩაატარა და 15 გოლთან ერთად 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.

Leave a Reply

Your email address will not be published.