Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი აგუეროს გაფორმებაზე ოცნებობს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ფინანსური კრიზისის მიუხედავად ინტერი სერხიო აგუეროს გაფორმების იმედს არ კარგავს.

33 წლის ფეხბურთელი მანჩესტერ სიტის სეზონის ბოლოს, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს და მისი გაფორმებისთვის ამ ეტაპზე ბარსელონა, ინტერი და იუვენტუსი იბრძვიან.

Calciomercato-ს ინფორმაციით, ინტერი მზად არის, აგუეროს გასაფორმებლად გუნდიდან ალექსის სანჩესი გაუშვას, რომელიც სეზონში 7 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.