Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი აგუეროს ტრანსფერზე გააქტიურდა

არგენტინული მედიის ინფორმაციით, ინტერი სერხიო აგუეროს ტრანსფერით ინტერესდება და გუნდის წარმომადგენლებსა და ფეხბურთელის აგენტს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა.

არგენტინელი ფეხბურთელი სეზონის ბოლოს მანჩესტერ სიტის დატოვებს და თავისუფალი აგენტი გახდება. მისი გაფორმების სურვილი ინტერის გარდა იუვენტუსმა და პსჟ-მაც გამოთქვეს.

32 წლის ფეხბურთელი გასული ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი ფორვარდი გახლავთ და გასაკვირი არ არის, რომ არაერთ ევროპულ გრანდს მისი გაფორმება სურს, თუმცა მთავარი პრობლემა აგუეროს ხელფასია, რომელიც სიტიში სეზონში 13 მილიონს გამოიმუშავებს და ამ თანხის შემცირებას არ აპირებს…