Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი აგუეროს უფასოდ გაფორმებას გეგმავს

ბეპე მაროტა რომ თავისუფალი აგენტების გაფორმებაში საუკეთესოა ეს ჯერ კიდევ იუვენტუსში მუშაობის დროს გამოჩნდა და არ არის გამორიცხული, რომ ინტერის დირექტორი კიდევ ერთ ხმაურიან ტრანსფერს ამზადებდეს.

CalcioMercato-ს ინფორმაციით, ნერაძურის მანჩესტერ სიტის 32 წლის შემტევი, სერხიო აგუერო სურს, რომელსაც ქალაქელებთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და მასთან მოლაპარაკებების დაწყება უკვე იანვარში არის შესაძლებელი.

აგუერომ მანჩესტერ სიტის შემადგენლობაში 370 მატჩი ჩაატარა და 327 გოლის გატანა მოახერხა, თუმცა არაერთი წყარო ირწმუნება, რომ არგენტინელი ფეხბურთელი გუნდს სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

გამოცემის ინფორმაციით, ბეპე მაროტა აგუეროს 3-წლიან კონტრაქტს შესთავაზებს, სეზონში ანაზღაურების სახით კი 6-5-7 მილიონ ევროს.