Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი ალაბას გაფორმებას შეეცდება

გერმანული გამოცემა Kicker-ის მტკიცებით, ინტერი სეზონის ბოლოს ბაიერნის უკანახაზელის, დავიდ ალაბას გაფორმებას შეეცდება.

ალაბას კონტრაქტი გერმანულ გრანდთან სეზონის ბოლოს იწურება და მისი გაფორმება სრულიად უფასოდ იქნება შესაძლებელი, თუმცა ამის გაკეთება მარტივი ნამდვილად არ იქნება. 28 წლის ავსტრიელის ტრანსფერზე პრეტენზიას მადრიდის რეალი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი აცხადებენ.

ინტერში ბეპე მაროტას მისვლის შემდეგ გუნდი თავისუფალი აგენტების გაფორმების მხრივ საკმაოდ წარმატებულად მუშაობს და მათი შემდეგი სამიზნე სწორედ ალაბა იქნება.