ინტერი ალესანდრო ბასტონის კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

ნერაძური ალესანდრო ბასტონის თამაშით კმაყოფილია და მზად არის ფეხბურთელს ახალი,გაუმჯობესებული კონტრაქტი შესთავაზოს.

ბასტონიმ ინტერის ძირითად გუნდში თამაშის უფლება წელს მიიღო და ინტერი მზად არის,კარგი თამაში დაუფასოს.

ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი მილანთან 2023 წელს იწურება და მისი წლიური ანაზღაურება 300,000 ევროა,თუმცა ნერაძური მას კონტრაქტს 2024 წლამდე შესთავაზებს და ხელფასის სახით 1,2 მილიონ ევროს გადაუხდის.

21 წლის ცენტრალური მცველი იტალიის ერთ-ერთ საუკეთესო ტალანტად ითვლება და სკუადრა აძურას დაცვის მომავალია.

ბასტონიმ მიმდინარე სეზონში 21 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლის გატანა მოახერხა.

Leave a Reply

Your email address will not be published.