Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი არსენალის კარის დარაჯით ინტერესდება

ნერაძური ვეტერანი კიპერის სამირ ჰანდანოვიჩის შემცვლელის ძიებას განაგრძობს, რომელიც გუნდს სეზონის ბოლოს დატოვებს და აიაქსის კიპერთან ანდრე ონანასთან ერთად, ისინი სხვა ვარიანტებსაც განიხილავენ.

FCInterNews-ის ინფორმაციით, ჰანდანოვიჩის ერთ-ერთ შემცვლელად ნერაძური არსენალის კარის დარაჯს ბერნდ ლენოს მოიაზრებს და FcInterNews-ის ინფორმაციით, მისი დამატება შესაძლოა ზამთარშივე სცადოს.

ლენოს არსენალთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება, მაგრამ მისი მომავალი ლონდონში გარუკვეველია, რადგან 29 წლის ფეხბურთელი სასტარტო მეკარედ არ მოიაზრება და მას გუნდის დატოვება აქვს გადაწყვეტილი.

ბენეამატასთვის პრიორიტეტულ სამიზნედ კვლავ ონანა რჩება, რომლის გუნდიდან წასვლაც სეზონის ბოლოს აიაქსმა უკვე დაადასტურა, თუმცა მაღალი კონკურენციის გამო ინტერი სხვა ვარიანტებსაც განიხილავს.