Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი – არსენალის მატჩი ჩაშლის პირას არის

ინტერის ამხანაგური მატჩი არსენალის წინააღმდეგ, რომელიც Florida Cup-ის ეგიდით, ამერიკაში უნდა გამართულიყო, ჩაშლის პირას არის.

The Athletic-ის ინფორმაციით, არსენალის ძირითად და ახალგაზრდული გუნდის რამდენიმე წევრს კოროან ვირუსი დაუდასტურდათ და სავარაუდოდ მეთოფეების სრულ შემადგენლობას სავარაუდოდ იზოლაციაში გადანაცვლება მოუწევს, ინტერისა და არსენალის მატჩი კი 25 ივლისს არის ჩანიშნული.

ჯერჯერობით უცნობია, ჩაიშლება თუ არა ინტერის ამერიკული ტურნე Florida Cup-იდან არსენალის გამოთიშვის შემდეგ, თუმცა იტალიურ მედიაში აქამდეც ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კორონა ვირუსის გამო ბენეამატას შტატებში გამგზავრება აღარ სურდა.