Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი არჩევანს ძაპატასა და ლუკაკუს შორის გააკეთებს

რომელუ ლუკაკუს ჩელსიში ტრანსფერი როგორც ჩანს დროის საკითხია და ჰაკიმის, დონარუმას, დე პაულის და რომეროს შემდეგ, სერია ა ბელგიელი ფორვარდის სახით კიდევ ერთ დიდ ვარსკვლავს დაკარგავს, ინტერი კი მისი შემცვლელის ძიებას უკვე შეუდგა.

ბენეამატას ბოლო დღეების განმავლობაში არაერთი ფორვარდი დაუკავშირეს, თუმცა SportMediaset-ის ინფორმაციით, ინტერი არჩევანს რომას ედინ ჯეკოს და ატალანტას დუვან ძაპატას შორის გააკეთებს.

წყაროს ინფორმაციით, მაროტას პრიორიტეტი ძაპატა გახლავთ, მაგრამ 30 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ ატალანტა 50 მილიონს ითხოვს და რთულად წარმოსადგენია, რომ ინტერი ამ თანხის გადახდას მოისურვებს.