Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი აჩერბის გაფორმებას გეგმავს

იტალიური მედიის ცნობით, ინტერი ზაფხულში ლაციოს კიდევ ერთი ფეხბურთელის ფრანჩესკო აჩერბის გაფორმებას შეეცდება.

34 წლის ფეხბურთელს სეზონის სტარტზე ლაციოს ტიფოზებთან ურთიერთობა გაუფუჭდა, რის გამოც იტალიელი ფეხბურთელის წასვლას აქტიურად ითხოვენ და არაერთი გავლენიანი წყაროს მტკიცებით, აჩერბიმ თავის აგენტს ახალი გუნდის ძებნა უკვე დაავალა.

Corriere dello Sport-ის ცნობით, აჩერბის გუნდში ხილვა პირადად სიმონე ინძაგის სურს და ინტერს მისი გაფორმება დაახლოებით 6-7 მილიონი ევრო დაუჯდება.