Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი ახალ კონტრაქტზე ვერც დე ვრეის უთანხმდება

ინტერი გუნდის ლიდერებთან ახალ კონტრაქტებზე მოლაპარაკებებს განაგრძობს და ლაუტარო-ბარელას შემდეგ, მათი პრიორიტეტი მარსელო ბროზოვიჩია, თუმცა პარალელურად მოლაპარაკებები სტეფან დე ვრეისთანაც გრძელდება.

ნოდერლანელ უკანახაზელს ინტერთან მიმდინარე კონტრაქტი მომდევნო სეზონის ბოლოს ეწურება და FCInterNews-ის ინფორმაციით, ბროზოვიჩის მსგავსად ნერაძური ვერც 29 წლის ფეხბურთელის ხელშეკრულებას ათანხმებს.

წყაროს ცნობით, დე ვრეი ინტერში დარჩენის წინააღმდეგი არ არის, თუმცა ყველასთვის კარგად ცნობილი მისი აგენტი მინო რაიოლა ახალი ხელშეკრულების სანაცვლოდ ხელფასის გაზრდას 4.5 მილიონიდან 7 მილიონამდე ითხოვს, ინტერს კი ფინანსური სიტუაციის გამო ამ თანხის გადახდა გაუჭირდება.