Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი ბაიერნის ნახევარმცველის გაფორმებას გეგმავს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერი ზაფხულში ბაიერნის ნახევარმცველის კორენტინ ტოლისოს დამატებას შეეცდება.

27 წლის ფეხბურთელს რეკორდმაისტერთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და ბეპე მაროტა, რომელიც თავისუფალი აგენტების დამატებაში ერთ-ერთი საუკეთესო გახლავთ, მის უფასოდ გაფორმებას გეგმავს.

Tuttosport-ის ინფორმაციით, ბაიერნი დიდი ალბატობით ტოლისოს ახალ კონტრაქტს აღარ შესთავაზებს და ზაფხულში მისი გაფორმებით დაინტერესებული ერთ-ერთი გუნდი სწორედ ინტერი იქნება.