Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერი ბაიერნს ფეხბურთელების გაცვლას სთავაზობს

SportMediaset-ის ინფორმაციით, ინტერი ბაიერნს კორენტინ ტოლისოს სანაცვლოდ ივან პერიშიჩს და მარსელო ბროზოვიჩს სთავაზობს.

ივან პერიშიჩი ბაიერნის შემადგენლობაში გასული სეზონის სტარტიდან მოყოლებული, იჯარის წესით თამაშობს და გერმანულ გრანდს მისი გამოსყიდვა უნდა.

ბროზოვიჩს რაც შეეხება, ბოლო პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი თამაშით ანტონიო კონტე უკმაყოფილოა და მისი გუნდიდან წასვლა გამორიცხული სულაც არ არის.

ტოლისო კი, რომლებიც ბოლო პერიოდში ტრავმებით არის გაწამებული, ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებას ვერ ახერხებს და გუნდის შეცვლის წინააღმდეგი არ უნდა იყოს.

Leave a Reply

Your email address will not be published.