Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი ბალდეს ტრანსფერზე გააქტიურდა

ფრანგული წყაროების ცნობით, ინტერი მზად არის კეიტა ბალდეს სანაცვლოდ მოთხოვნილი მონაკოს პირობები დააკმაყოფილოს.

26 წლის ფორვარდი, რომელსაც ინტერში მონაკოდან იჯარის წესით 2018-19 წლებში თამაშობდა, სიმონე ინძაგის ლაციოში გატარებული პერიოდიდან კარგად იცნობს.

კეიტამ გასული სეზონი სამპდორიაში გაატარა და 25 მატჩში 7 გოლთან ერთად 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

FootMercato-ს ინფორმაციით, ინტერმა ბოლო დღეებში მონაკოსთან მოლაპარაკებების ინტენსიობა გაზარდა და ტრანსფერის შეთანხმება ფეხბურთელის სურვილიდან გამომდინარე რთული არ უნდა იყოს.