Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი ბალდეს ტრანსფერზე გააქტიურდა

ფრანგული მედიის ინფორმაციით, ინტერი მონაკოს ფორვარდის კეიტა ბალდეს ტრანსფერზე ბოლო საათებში კიდევ უფრო გააქტიურდა.

სიმონე ინძაგის მოთხოვნით, ნერაძური რომელუ ლუკაკუს დუბლიორის ძიებაშია და მათი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სწორედ 26 წლის ფეხბურთელი გახლავთ, რომელსაც ინძაგისთან უკვე უმუშავია და იტალიელმა სპეციალისტმა მისი შესაძლებლობები კარგად იცის.

ფრანგული გამოცემა FootMercato-ს ინფორმაციით, მონაკოს სენეგალელი ფორვარდის სანაცვლოდ 7-8 მილიონის მიღება სურს, თუმცა მისი კონტრაქტი გუნდთან 2022 წლის ზაფხულში იწურება და ბენეამატას მისი უფრო იაფად დამატების იმედი აქვს.