Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი ბარელასთან ახალ კონტრაქტზე საუბარს Euro2020-ს შემდეგ განაგრძობს

ნიკოლო ბარელამ, რომელიც გასული სეზონის სერია ა-ს საუკეთესო ნახევარმცველი გახდა, თავისი უზადო ტალანტის გამოვლენა ევროპის ჩემპიონატზეც მოახერხა და ბელგიის კარში ულამაზესი გოლიც გაიტანა.

24 წლის ფეხბურთელს მსურველები არც აქამდე აკლდა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის დაწყების შემდეგ მის ტრანსფერზე არაერთი ევროპული გრანდი გააქტიურდა, მაგრამ ფინანსური კრიზისის მიუხედავად ნიკოლო არის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც ბენეამატასთვის ხელშეუხებელია.

ბარელას მიმდინარე კონტრაქტი ინტერთან 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და ის სეზონში 2.5 მილიონს გამოიმუშავებს, ნერაძურის კი მასტან ხელშეკრულების გახანგრძლივება 2026 წლამდე სურს, მისი გასამრჯელო კი 4-4.5 მილიონამდე გაიზრდება.