Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი ბარელას გაყიდვას არანაირი თანხის სანაცვლოდ არ აპირებს

ინტერში ჩატარებული შესანიშნავი სეზონის შემდეგ, ნიკოლო ბარელამ თავისი შესანიშნავი შესაძლებლობები იტალიის ნაკრებშიც გამოავლინა და აძურის ტრიუმფალურ სვლაში გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრი იყო, რის გამოც არაერთი ევროპული გრანდის ინტერესი დაიმსახურა.

ბოლო დღეებში იტალიელი ფეხბურთელის სახელი მანჩესტერ იუნაიტედს, ლივერპულს და ჩელსის დაუკავშირეს და ისიც იწერებოდა, რომ ლივერპული მის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს იხდიდა, თუმცა Tuttosport-ის ცნობით ის გუნდისთვის ხელშეუხებელი ფეხბურთელია და მის გაყიდვას გუნდი არანაირი თანხის სანაცვლოდ არ აპირებს

წყაროს ცნობით, ინტერი ბარელას, რომლის მიმდინარე კონტრაქტიც გუნდთან 2024 წლის ზაფხულში იწურება, ხელშეკრულებას 2025 წლამდე გაუხანგრძლივებს და მისი წლიური გასამრჯელო 2.5 მილიონიდან 4 მილიონამდე გაიზრდება.