Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი ბარელა-ბროზოვიჩს კონტრაქტებს გაუხანგრძლივებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერმა მარსელო ბროზოვიჩის და ნიკოლო ბარელას ახალ კონტრაქტებზე მუშაობა უკვე დაიწყო.

ბროზოვიჩის კონტრაქტი მომდევნო სეზონის ბოლოს იწურება და ნერაძური მზად არის, მას ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივოს, ხელფასი კი 3.5 მილიონიდან 4.5 მილიონამდე გაუზარდოს.

ბარელას რაც შეეხება, მას ინტერთან კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, თუმცა მის მიმართ გაზრდილი ინტერესის გამო, ნერაძურის ფეხბურთელისთვის უკეთესი პირობების შეთავაზება და მისი დიდი ხნით შენარჩნება სურს.