Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერი ბარსელონასთან საუბარს არ აპირებს

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ბარსელონას წარმომადგენლებმა ინტერთან ლაუტარო მარტინესის ტრანსფერზე მოლაპარაკებების განახლება სცადეს, თუმცა ნერაძურისგან უარი მიიღეს.

23 წლის ფეხბურთელი, რომელმაც გასულ სეზონში 49 მატჩში 21 გოლის გატანა მოახერხა, ბლაუგრანას მთავარი სატრანსფერო სამიზნე იყო, თუმცა Suning Group-ს სურს, რომ არგენტინელი ფეხბურთელი მომავალში გუნდის სიმბოლო გახდეს და ფეხბურთელის აგენტთან ახალ, გაუმჯობესებულ კონტრაქტზე უკვე მუშაობს.

ლაუტარო ამჟამად სეზონში 3 მილიონ ევროს იღებს, ინტერი კი მას ახალ კონტრაქტში 6 მილიონ ევროს შესთავაზებს რასაც ბონუსები დაემატება, ხელშეკრულებას კი ძალა 2025 წლის ბოლომდე ექნება.

Leave a Reply

Your email address will not be published.