ინტერი ბარსელონას აფრთხილებს
ნერაძურიმ ბარსელონა გააფრთხილა,რომ თუ ესპანელები ლაუტარო მარტინესის გამოსასყიდ თანხას – 111 მილიონ ევროს არ გადაიხდიან,7 ივლისის შემდეგ ეს თანხა გაიზრდება,რადგან გამოსასყიდი პუნქტის ვადა სწორედ ამ დღეს იწურება.
Sky Sports Italia-ს მტკიცებით,ინტერს არგენტინელი ფეხბურთელის გაყიდვის სურვილი არ აქვს და თუ მის გამოსასყიდ თანხას არავინ გადაიხდის,მაშინ ნერაძური ფეხბურთელის ფასს კიდევ უფრო მოუმატებს,რომ შესაძლო მყიდველები დააფრთხოს.