Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერი ბარსელონას უკანახაზელით ინტერესდება

Calciomercato-ს ინფორმაციით, ინტერი იანვარში მარცხენა მცველის დამატებას შეეცდება და მათი ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი ბარსელონას უკანახაზელი, ჯუნიორ ფირპოა.

24 წლის ფეხბურთელი ბარსელონას 2019 წელს რეალ ბეტისიდან შეუერთდა და მას შემდეგ კატალონიელების მაისურით 25 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ფირპომ მიმდინარე სეზონში მხოლოდ 2-ჯერ ითამაშა და ორივეჯერ ჩემპიონთა ლიგაზე, რონალდ კუმანის გუნდში მისვლის შემდეგ მას ლა ლიგაში არც ერთი წუთი არ მიუღია.

ესპანური მედიის მტკიცებით, ფირპო კუმანის გეგმებში არ შედის და ბლაუგრანა მისი გაშვების წინააღმდეგი არ იქნება. მის ალტერნატივად ინტერი ჩელსის დუეტს, ემერსონ პალმიერის და მარკოს ალონსოს განიხილავს.