Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი ბარსელონას უკანახაზელით ინტერესდება

ესპანური მედიის ინფორმაციით, ინტერი ბარსელონას მარჯვენა მცველის სერხი რობერტოს ტრანსფერით ინტერესდება.

ნერაძური უკვე დიდი ხანია აშრაფ ჰაკიმის შემცვლელის ძიებაშია, რომელიც ძალიან მალე პსჟ-ს ფეხბურთელი გახდება და ინტერის ხელმძღვანელობა ამ პოზიციაზე სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს, მათ სიას კი 29 წლის ესპანელი ფეხბურთელი შეემატა.

სერხი რობერტოს კონტრაქტი ბარსელონასთან 2022 წლის ზაფხულში ეწურება და მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე ჯერჯერობით ვერ თანხმდებიან, ამიტომ შესაძლოა ბლაუგრანას მისი გაყიდვა მოუწიოს.

ესპანური გამოცემა Sport-ის ცნობით, თუ მხარეები ახალ კონტრაქტზე ვერ შეთანხმდნენ, ბარსელონა მას დაახლოებით 15-18 მილიონად გაასხვისებს.