ინტერი ბასტონისა და ჩალჰანოღლუს კონტრაქტებზე მუშაობას აგრძელებს
იტალიური მედიის ცნობით, ინტერმა ჰაკან ჩალჰანოღლუსა და ალესანდრო ბასტონის აგენტებთან შეხვედრა გამართა და ფეხბურთელების ახალი კონტრაქტების თაობაზე მოლაპარაკებები განაახლა.
ორივე მათგანის მიმდინარე ხელშეკრულებები გუნდთან 2024 წლის ზაფხულში იწურება და ბენეამატას მათი შენარჩუნება სურს, ამიტომ კონტრაქტების კიდევ 3 წლით გახანგრძლივებას სთავაზობს.
Sky Sport-ის ცნობით, ინტერში როგოც ბასტონის, ასევე ჩალჰანოღლუს ინტერში დარჩენა უნდათ, თუმცა ორივე მათგანი ხელფასის გაზრდას ითხოვს, ამიტომ საერთო ენის გამოსანახად მხარეებს მუშაობა მოუწევთ.