Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი ბასტონის ახალ კონტრაქტს უახლოეს დღეებში გაუფორმებს

Calciomercato-ს ინფორმაციით, ალესანდრო ბასტონისთან ახალი კონტრაქტის გაფორმება ინტერის პრიორიტეტი იქნება.

ახალგაზრდა უკანახაზელი ანტონიო კონტეს გუნდში ფუნდამენტალურ როლს თამაშობს და ნერაძურის ხელმძღვანელობა მის ახალ ხელშეკრულებაზე უკვე რამდენიმე თვეა მუშაობს.

21 წლის მცველს ნერაძურისთან მიმდინარე კონტრაქტი 2024 წლის ივნისამდე აკავშირებს, თუმცა ნერაძურის მისი შენარცუნება 2025 წლამდე სურს და მზად არის, რომ ახლანდელი 1.5 მილიონი ევრო გაუორმაგოს და სხვა გუნდების ინტერესი თავიდან აიცილოს.