Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერი ბასტონის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ინტერი ალესანდრო ბასტონის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს.

მიმდინარე ხელშეკრულება იტალიელ ცენტრალურ მცველთან 2023 წლის ივნისში იწურება და არაერთმა ევროპულმა გრანდმა, მათ შორის მანჩესტერ სიტიმ ფეხბურთელის გაფორმების სურვილი დააფიქსირა, თუმცა კონტე მის გაშვებას არ აპირებს და გუნდი მზად არის მას 1.5 მილიონი, რომელსაც ახლა იღებს, გაუორმაგოს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბასტონის წარმომადგენლებმა ინტერს უფრო მაღალი ხელფასი მოსთხოვეს და მხარეებს შორის შეხვედრა მომავალ კვირას არის ჩანიშნული.