Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი ბასტონი-ლაუტაროს კონტრაქტების შეთანხმებასთან ახლოს არის

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერის მოლაპარაკებები ალესანდრო ბასტონისა და ლაუტარო მარტინესის წარმომადგენლებთან ფეხბურთელების კონტრაქტების გახანგრძლივებაზე წარმატებით მიმდინარეობს.

La Repubblica-ს ჟურნალისტმა ფრანკო ვანიმ FcInter1908.it-თან საუბრისას განაცხადა:

„ინტერში სანდო წყაროებისგან მაქვს ინფორმაცია, რომ ლაუტარო-ბასტონის კონტრაქტებზე მოლაპარაკებები სწრაფი ტემპით მიიწევს წინ და ფეხბურთელების გუნდში დარჩენის სურვილი სიტუაციას ბევრად ამარტივებს.

„ინტერი ბარელას კონტრაქტის გახანგრძლივებასაც გეგმავს, თუმცა ამ ეტაპზე მათთვის პრიორიტეტული ლაუტარო-ბასტონის კონტრაქტებია.

„ფინანსური სიტუაციის გამო, ახლა ხელშეკრულებების გაოფიციალურება არ მოხდება, თუმცა მას შემდეგ, რაც ინტერის მფლობელების ბედი გაირკვევა და გუნდში სიტუაცია დარეგულირდება, გუნდი ფეხბურთელებთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გააოფიციალურებს.“

გათიშვა