ინტერი ბელერინით ინტერესდება

FC Inter News-ის ინფორმაციით,ნერაძური არსენალის უკანახაზელით,ჰექტორ ბელერინით ინტერესდება.

ხშირი ტრავმების მიუხედავად,ბელერინი არსენალის ერთ-ერთი უცვლელი წევრია და მიკაელ არტეტა მას იოლად არ შეელევა.მისი ფიზიკური კონდიციების მიუხედავად,ესპანელს მსურველები ნამდვილად არ აკლია და ინტერი მათ შორის ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა.

ანტონიო კონტეს სურს,რომ ბელერინიმ მისი გუნდის მარჯვენა ფლანგი ჩაიბაროს,თუმცა გამოცემა აღნიშნავს,რომ არსენალის უკანახაზელი ნომერი პირველი სამიზნე ნამდვილად არ არის.

ამის მიზეზი კი ესპანური გუნდების ინტერესია.მისი შეძენა სევილიას და ატლეტიკოს მადრიდსაც სურთ და ინტერი სატრანსფერო აუქციონში ჩაბმას არ აპირებს.

Leave a Reply

Your email address will not be published.