Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი ბელერინის გაფორმებას მხოლოდ იჯარის შემთხვევაში შეძლებს…

აშრაფ ჰაკიმის პსჟ-ში ტრანსფერის გაოფიციალურების მოლოდინის პარალელურად, ნერაძური მისი შემცვლელის ძიებაშია და იტალიურ მედიაში უკვე არაერთმა გავლენიანმა წყარომ დაწერა, რომ მაროტას ფავორიტი კანდიდატი ჰექტორ ბელერინია.

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, ინტერმა ფეხბურთელის აგენტთან მოლაპარაკებები უკვე წამოიწყო, მაგრამ ბენეამატა 26 წლის მარჯვენა უკანახაზელის დამატებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოახერხებს, თუ არსენალი მის იჯარით გაშვებაზე დათანხმდება.

მეთოფეები ბელერინის გაყიდვის წინააღმდეგი არ არიან, მაგრამ მის სანაცვლოდ ფულის მიღება ახლავე სურთ და ჯერჯერობით ესპანელის იჯარით გაშვებას არ აპირებენ, ინტერის სიტუაციას კი ბელერინის მიმართ ატლეტიკოს ინტერესიც ართულებს…