Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი ბელერინის ტრანსფერზე მუშაობას თავს ანებებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერი და არსენალი ჰექტორ ბელერინის ტრანსფერთან დაკავშირებით ჩიხში შევიდნენ და ნერაძური მის ალტერნატივებზე გადართვას გეგმავს.

ინტერისთვის ბელერინი აშრაფ ჰაკიმის შეცვლის პრიორიტეტული სამიზნე იყო, თუმცა მაროტას 26 წლის ესპანელის დამატება იჯარის წესით სურდა, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, არსენალს კი გამოსასყიდი პუნქტის ვალდებულება სურდა და მხარეები ამის გამო ვერ შეთანხმდნენ.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ბენეამატა კალიარისთან ნაიტან ნანდესის და პსვ-სთან დენზელ დამფრისის ტრანსფერებზე მუშაობს, თუმცა პრიორიტეტული სარდინიელების ურუგვაელი ფეხბურთელი გახლავთ.