Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი ბელოტის გაფორმებას ზამთარში ეცდება

ტორინოსა და ანდრეა ბელოტის შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები საბოლოოდ ჩაიშალა და ტურინული გუნდი მის იანვარში გაყიდვას ეცდება, რაც მათ ფეხბურთელის უფასოდ დაკარგვას აარიდებს თავიდან.

Tuttomercato-ს ინფორმაციით, იტალიელი ფორვარდის გაფორმებით ერთ-ერთი დაინტერესებული მხარე ინტერია, რომელიც ფიზიკურად ძლიერი შემტევის ძიებაშია და ფინანსური სირთულეების გამო, მხოლოდ იაფიან კანდიდატურებს განიხილავს.

წყაროს ცნობით, ინტერი მზად არის ტორინოს ბელოტის სანაცვლოდ 5-6 მილიონი ევრო შესთავაზოს, თუმცა პირველ რიგში მათ ალექსის სანჩესის გუნდიდან გაშვება მოუწევთ, რომ შემადგენლობაში ადგილი გამონთავისუფლდეს.