Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი ბელოტის ტრანსფერზე მუშაობას არ აპირებს

მას შემდეგ, რაც რომელუ ლუკაკუს ჩელსიში ტრანსფერზე დაიწყო საუბარი, ინტერს ტორინოს კაპიტანი ანდრეა ბელოტი არაერთხელ დაუკავშირეს, თუმცა იტალიური წყაროების ცნობით, იტალიელი ფეხბურთელი ნერაძურის სატრანსფერო სიაში არ შედის.

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, ინტერი რომადან ედინ ჯეკოს, ატალანტადან კი დუვან ძაპატას ტრასნფერებთან არის ახლოს და ბელოტი მათ გეგმებში არ შედის, თუმცა ლუკაკუს წასვლამ ანდრეას მომავალზე გავლენა მაინც შესაძლოა მოახდინოს.

ძაპატას ატალანტადან ინტერში გადასვლის შემთხვევაში, ბერგამოელები მისი შემცვლელის ერთ-ერთ ვარიანტად სწორედ 27 წლის იტალიელ შემტევს განიხილავენ, რომელსაც ტორინოსთან კონტრაქტი მომდევნო სეზონის ბოლოს ეწურება.