Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერი ბორხა ვალეროს არ გაუხანგრძლივებს

ბოლო დღეებში ბრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ანტონიო კონტეს ვალეროს დარჩენა კიდევ ერთი სეზონი სურდა, თუმცა საბოლოოს ნერაძურიმ ვეტერან ფეხბურთელს ახალი კონტრაქტი არ შესთავაზა და ის გუნდს დატოვებს.

35 წლის ესპანელმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში 25 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და ანტონიო კონტეს ქება არაერთხელ დაიმსახურა.

„ჩემთვის ინტერის მაისურის ტარება უდიდესი პატივი იყო, FORZA INTER!” დაწერა ფეხბურთელმა თავის ინსტაგრამზე.

ბორხა ვალერომ ინტერის მაისურით საერთო ჯამში 100 მატჩი ჩაატარა და 5 გოლის გატანა შეძლო. ფეხბურთელი დიდი ალბათობით თავის ყოფილ გუნდს – ფიორენტინას დაუბრუნდება, სადაც კარიერის 5 წელი გაატარა.

Leave a Reply

Your email address will not be published.