ინტერი ბრემერის ტრანსფერის დახურვას შკრინიარის დარჩენის მიუხედავად მაინც ეცდება
მილან შკრინიარის ინტერიდან წასვლის შანსები დღითი დღე მცირდება, რადგან პსჟ მის სანაცვლოდ მოთხოვნილი 70 მილიონი ევროს გადახდას არ აპირებს, თუმცა იტალიური წყაროების ცნობით, ნერაძური ბრემერზე უარის თქმას არ აპირებს.
Corriere della Sera-ს ინფორმაციით, ინტერი ტორინოს ოფიციალური წინადადებით მომდევნო კვირის დასაწყისში მიმართავს და იმედი აქვს, რომ იუვენტუსის გააქტიურების მიუხედავად, ბრაზილიელის გაფორმებას მოკლე დროში მოახერხებს.
წყაროს ცნობით, ინტერი გრანატას 30 მილიონ ევროს და ნერაძურის აკადემიის აღზრდილს, 19 წლის ჩეზარე კასადეის შესთავაზებს.