Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი ბროზოვიჩის კონტრაქტის საკითხის დახურვას გეგმავს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერსა და მარსელო ბროზოვიჩის წარმომადგენლებს შორის უახლოეს პერიოდში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება და ნერაძური იმედოვნებს, რომ ხორვატ ფეხბურთელთან ბოლო დეტალებს მოაგვარებს და მასთან ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს.

ბროზოვიჩს მიმდინარე კონტრაქტი ინტერთან სეზონის ბოლოს ეწურება და მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე საკმაოდ დიდი ხანია მიმდინარეობს.

Calciomercato-ს ცნობით, ინტერი ბროზოს წლიურად 6.5 მილიონ ევროს შესთავაზებს, რასაც ბონუსების სახით კიდევ 0.5 მილიონი დაემატება და სავარაუდოდ 29 წლის ფეხბურთელი აღნიშნულ წინადადებას დათანხმდება.