Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი ბროზოვიჩს ახალ კონტრაქტს უმზადებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერს მარსელო ბროზოვიჩთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს და მზად არის მას ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივოს.

ხორვატ ფეხბურთელს მიმდინარე კონტრაქტი ინტერთან 2022 წლის ზაფხულში ეწურება და მისი ამჟამინდელი გასამრჯელო 3.5 მილიონი ევროა.

L’Interista-ს ინფორმაციით, ინტერს ბროზოვიჩის კონტრაქტიდან გამოსასყიდი პუნქტის ამოღებაც სურს. მისი გამოსყიდვა მიმდინარე კონტრაქტის მიხედვით დაინტერესებულ გუნდს 60 მილიონ ევროდ შეუძლია.