Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი გინტერის აგენტთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

იტალიური წყაროების ინფორამციით, ინტერმა გლადბახის ფეხბურთელის მატიას გინტერის აგენტთან მოლაპარაკებები წამოიწყო და სეზონის ბოლოს გერმანელი უკანახაზელის გაფორმება სურს.

27 წლის ფეხბურთელს მიმდინარე კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და ის გლადბახთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას აღარ აპირებს, ამიტომ ბენეამატას მისი გაფორმება სრულიად უფასოდ შეეძლება.

ნიკოლო შირას ინფორმაციით, ინტერი მზად არის მას 4-წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს, წლიური გასამრჯელოს სახით 3.5 მილიონი გადაუხადოს და თებერვალში პრე-კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში გარკვეული ბონუსებიც დაერიცხება.