Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი გინტერის გაფორმებას სერიოზულად განიხილავს

ნერაძური ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გუნდის გაძლიერებას გეგმავს, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო ბეპე მაროტას კოლეგებთან ერთად შედარებით იაფიანი ან საერთოდაც უფასო ტრანსფერების განხორციელება მოუწევთ და იტალიური წყაროების ინფორამციით, მათ სასურველი ფეხბურთელების სია უკვე შედგენილი აქვთ.

დანიელე ლონგოს ინფორმაციით, მათი ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე გლადბახის 27 წლის ცენტრალური მცველი მატიას გინტერი იქნება.

გერმანელ ფეხბურთელს გლადბახთან მიმდინარე კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და ის ახალი გუნდის ძიებაშია, თუმცა ბენეამატას მის გასაფორმებლად რამდენიმე ევროპული გრანდის წინააღმდეგობის დაძლევა მოუწევს.