Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი გინტერის ტრანსფერში ფავორიტია

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერი გლადბახის ფეხბურთელის მატიას გინტერის ტრანსფერზე გამართულ ბრძოლაში ლიდერობს.

გერმანელ ფეხბურთელს გლადბახთან მიმდინარე კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და მისი გაფორმებით არაერთი ევროპული გრანდი ინტერესდება, მათ შორის ინტერი.

Calciomercato-ს ინფორმაციით, ნერაძურის წარმომადგენლები ფეხბურთელის აგენტთან მოლაპარაკებებს უკვე დიდი ხანია აწარმოებენ და ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გასვლის შემდეგ ფეხბურთელის მოთხოვნილი ხელფასის, წლიურად 3 მილიონი ევროს გადახდა არ გაუჭირდება.

ინტერმა აიაქსის კიპერის ანდრე ონანას უფასოდ გაფორმება უკვე გაინაღდა, გინტერის გარდა კი ბეპე მაროტა ლორენცო ინსინიესაც აკვირდება, რომლის კონტრაქტიც ასევე სეზონის ბოლოს იწურება…