Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი გომესის გაფორმების ფავორიტია

Corriere della Sera-ს ინფორმაციით, ნერაძური ალეხანდრო ‘პაპუ’ გომესის ტრანსფერთან ძალიან ახლოს არის.

იმისთვის, რომ ინტერმა გომესის გაფორმება მოახერხოს, გუნდმა შემადგენლობაში ადგილი უნდა გაათავისუფლოს და დიდი ალბათობით გომესის ნერაძურიში ტრანსფერს რაჯა ნაინგოლანი შეეწირება, რომელიც სავარაუდოდ კალიარის შეუერთდება.

გამოცემის ინფორმაციით, კონტეს და გასპერინის ტაქტიკური მსგავსების გამო თავად არგენტინელ ფეხბურთელსაც ინტერში სურს გადასვლა, თუმცა პარალელურად მისი აგენტი მილანთან და რომასთანაც აწარმოებს მოლაპარაკებებს.