Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერი გომესის სანაცვლოდ ატალანტას 2 ფეხბურთელს სთავაზობს

Sport Mediaset-ის ინფორმაციით, ანტონიო კონტე პაპუ გომესის გუნდში მისვლის იდეით მოხიბლულია და გუნდის ხელმძღვანელობას მისი გაფორმება სთხოვა.

გამოცემის მტკიცებით, ნერაძურიმ ატალანტას არგენტინელის სანაცვლოდ 2 ფეხბურთელი შესთავაზა, რომელთაგანაც ბერგამოელებს არჩევა მოუწევთ.

პირველი მათგანი 29 წლის ურუგვაელი ნახევარმცველი, მატიას ვესინოა, რომელიც ანტონიო კონტეს გეგბეში არ შედის და მისი ინტერიდან წასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო.

მეორე ფეხბურთელი კი რაჯა ნაინგოლანია, რომელიც ასევე ინტერის პროექტის მიღმაა დარჩენილი, თუმცა იტალიური მედიის ინფორმაციით რაჯას კალიარიში დაბრუნება ურჩევნია და ატალანტაში გადასვლა არ სურს…