Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი გრანადას კიპერის გაფორმებაზე მუშაობს

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ნერაძური გრანადას კარის დარაჯის რუი სილვას ტრანსფერზე მუშაობს.

27 წლის პორტუგალიელი მეკარე სეზონის ბოლო თავისუფალი აგენტი ხდება და ინტერს მისი გაფორმება სრულიად უსასყიდლოდ შეუძლია.

მიმდინარე სეზონში სილვამ გრანადას მაისურით 29 მატჩში მიიღო მონაწილეობა და კარის მშრალად შენახვა 11-ჯერ მოახერხა.