Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი გრანდების წინააღმდეგ საუკეთესოა

მიმდინარე სეზონში ინტერმა პირდაპირ კონკუენტებთან სერია ა-ში ყველაზე მეტი ქულის მოპოვება მოახერხა.

ინტერმა იუვენტუსის, მილანის, ატალანტას, ნაპოლის, ლაციოს და რომას წინააღმდეგ შესაძლო 27-დან 18 ქულის მოპოვება მოახერხა და მათ წინააღმდეგ ზედიზედ 4-ჯერ გაიმარჯვა.

ანტონიო კონტეს გუნდმა იუვენტუსის, ლაციოს, მილანის და ატალანტას წინააღმდეგ 9 გოლი გაიტანა და საკუთარ კარში მხოლოდ ერთი მიიღო.

ჯერჯერობით ნერაძურის სკუდეტო გარანტირებული არ აქვს, თუმცა გუნდი ტრიუმფთან ძალიან ახლოს არის.

გათიშვა