Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერი გუნდიდან 7 ფეხბურთელს გაუშვებს

მას შემდეგ, რაც ანტონიო კონტეს გუნდში დარჩენა გადაწყდა, ნერაძური შემადგენლობის გადახალისებას გეგმავს და Sport Mediaset-ის ინფორმაციით, გუნდს 7 ფეხბურთელი დატოვებს.

მილან შკრინიარი და მარსელო ბროზოვიჩი, რომლებიც ჯერ კიდევ სეზონის სტარტზე ხელშეუხებელ მოთამაშეებად ითვლებოდნენ, კონტეს გეგმებში არ შედიან და გუნდი მათი გაყიდვით მიღებულ თანხას ტანგუ ნდომბელეს, სანდრო ტონალის და მარაშ კუმბულას ტრანსფერებს მოახმარს.

მათ გარდა გუნდს რობერტო გალიარდინი, მატიას ვესინო, ივან პერიშიჩი, ჯოაო მარიო და რაჯა ნაინგოლანი დატოვებენ, რომელთა სანაცვლოდ ინტერს 70-80 მილიონის გამომუშავების იმედი აქვს და ამ თანხით პრობლემური პოზიციების გაძლიერებას გეგმავს.

Leave a Reply

Your email address will not be published.