Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი გუნდის ლიდერების კონტრაქტებზე მუშაობას იწყებს

სატრანსფერო ფანჯარა უკვე დაიხურა და ნერაძური მზად არის, გუნდის ლიდერებთან ახალ კონტრაქტებზე მოლაპარაკებები წამოიწყოს.

გუნდისთვის პრიორიტეტი ლაუტარო მარტინესის კონტრაქტი გახლდათ, თუმცა მხარეებს შორის ხელშეკრულების ყველა დეტალი უკვე შეთანხმებულია და ელ ტორო კონტრაქტს ხელს სანაკრებო პაუზის შემდეგ მოაწერს, ის გუნდში 2025 წლის ზაფხულამდე დარჩება.

Calciomercato-ს ინფორმაციით, ბენეამატა მარსელო ბროზოვიჩს, ნიკოლო ბარელას, სტეფან დე ვრეის და მილან შკრინიარს უახლოეს დღეებში ახალ კონტრაქტებს შესთავაზებს. ოთხივე მათგანი ხანგრძლივ კონტრაქტებს და გაუმჯობესებულ პირობებს მიიღებს და ფეხბურთელების სურვილიდან გამომდინარე, მათი დათანხმება გუნდს არ უნდა გაუჭირდეს…