Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი გუნდის ლიდერების შენარჩუნებას გეგმავს

იტალიური მედიის ინფორამციით, ფინანსური კრიზისის მიუხედავად ინტერი ზაფხულში გუნდისთვის მნიშნელოვანი ფეხბურთელების გაყიდვას არ აპირებს.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ნერაძური რომელუ ლუკაკუს, ლაუტარო მარტინესის, ნიკოლო ბარელას, ალესანდრო ბასტონის, აშრაფ ჰაკიმის და მილან შკრინიარის სანაცვლოდ მიღებული არც ერთი წინადადების განხილვას არც კი აპირებს.

სტივენ ჟანგს მილანში უახლოეს საათებში ელოდებიან, რომელიც გუნდის სამომავლო გეგმებს გაახმაურებს და საბოლოოდ გახდება ცნობილი, გაყიდის თუ არა Suning-ი ინტერის აქციების საკონტროლო პაკეტს.