ინტერი დავიდ ალაბათი ინტერესდება?

SportItalia-ს ინფორმაციით,ნერაძური მიუნხენის ბაიერნის მცველის,დავიდე ალაბას გაფორმებას განიხილავს და მისი შეძენით დაცვის ხაზს საბოლოოდ დააკომპლექტებს.

ინტერი სულ მალე მადრიდის რეალის ფეხბურთელს,აშრაფ ჰაკიმის გაიფორმებს,რომლის სანაცვლოდაც საერთო ჯამში 45 მილიონ ევროს გადაიხდის და ახლა ჯერი მარცხენა ფლანგის გაძლიერებაზეა,კონტეს სისტემაში კი 28 წლის ალაბა იდეალურად ჩაჯდება.

ალაბას კონტრაქტი გერმანულ გრანდთან 2021 წელს იწურება და ფეხბურთელი გუნდის გამოცვლაზე ფიქრობს,რადგან გუნდში დავიესის მისვლის შემდეგ,ალაბას სულ უფრო და უფრო ცოტა დრო ეძლევა.

Leave a Reply

Your email address will not be published.