Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი დალბერტის ტრანსფერს ხვალ გააოფიციალურებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერი და კალიარი დალბერტის ტრანსფერზე შეთანხმდნენ და სავარაუდოდ სარდინიული გუნდი ბრაზილიელ მარცხენა მცველს ხვალ გაიფორმებს.

27 წლის ფეხბურთელი კალიარის 1-წლიანი იჯარით შეუერთდება, შემდგომში მისი 7 მილიონის სანაცვლოდ გამოსყიდვის პერსპექტივით.

ინტერმა დალბერტი 2017 წელს ნიცადან 21 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაიფორმა, თუმცა მან მოლოდინების გამართლება ვერ მოახერხა და სხვადასხვა გუნდებში იჯარის წესით თამაში მოუწია.